უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ადგილობრივი მოსახლეობა შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს. კადრებზე ჩანს, თუ როგორ იწვის კრასნოდარის მხარის კრასნოარმეისკის რაიონში მდებარე სანავთობო ინფრასტრუქტურა.

კრასნოარმეისკის რაიონის ხელმძღვანელის ალექსანდრე ხარიტონოვის განცხადებით, ნავთობის საცავში ცეცხლი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მას დრონის ნაწილები დაეცა.

უკრაინულ მხარეს ნავთობის საცავის დაბომბვა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა. 25 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/უკრაინამ-კრასნოდარის-მხა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi