რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება.
სერგეი ლავროვის ცნობით, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალების დახურვის გადაწყვეტილება გერმანიის მიერ ბერლინში „რუსული სახლის“ მუშაობის შეჩერებაზე პასუხს წარმოადგენს.
„რა თქმა უნდა, დაიხურება. მას შემდეგ, რაც იქიდან ჩვენი კულტურული ცენტრი გამოაძევეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ საკუთარ თავს პატივს არ ვცემთ“, – აღნიშნა ლავროვმა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, 1-ელ სექტემბერს გერმანიამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდული თავდასხმის მოწყობაში დაადანაშაულა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადა, რომ გასულ თვეში ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი დრონის ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა გამოაცხადა, რომ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში – „რუსული სახლი“, ხოლო რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთში რუსეთში „გოეთეს ინსტიტუტის“ ფილიალები დაიხურება. 3 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სერგეი-ლავროვის-განცხადე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T00:41:58+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
