გაეროს გენმდივნის განცხადებით, სწრაფად ცვალებადი გლობალური წესრიგის ფონზე, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება აუცილებელია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ სწრაფად ცვალებადი გლობალური წესრიგის ფონზე, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება აუცილებელია.

გუტერეშმა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში განიარაღების საკითხზე გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას ბირთვული შეკავების და ამ კონტექსტში ირანის პრობლემის მოგვარების საკითხები განიხილა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ქაოსურ პერიოდში. საერთაშორისო წესრიგი უსაფრთხოების მხრივ სწრაფად იცვლება. ძალის უგუნური გამოყენება ბევრ რეგიონში უნდობლობას იწვევს, რაც, თავის მხრივ, შეიარაღების რბოლის მიზეზი ხდება. ბირთვული შეიარაღების კონტროლმა თავისი ეფექტიანობა აჩვენა. მან კატასტროფები თავიდან აგვაცილა, შეაჩერა შეიარაღებული რბოლა და მნიშვნელოვნად შეამცირა არსენალი. აუცილებელია უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება და ის საღ ანალიზსა და საერთაშორისო ვითარებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ირანი კვლავ მზადაა დიპლომატიისა და დიალოგისთვის. ჟენევაში ცოტა ხნის წინ გამართულმა მოლაპარაკებებმა გვაჩვენა, რომ ახალი ფანჯარა გაიღო“, – განაცხადა გუტერეშმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გაეროს გენმდივნის განცხადებით, სწრაფად ცვალებადი გლობალური წესრიგის ფონზე, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის განახლება აუცილებელია. 24 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გაეროს-გენმდივნის-განცხა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi