ტროპიკული ტყეები გასულ წელს რეკორდული სისწრაფით ნადგურდებოდა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მსოფლიოს ტროპიკული ტყეები, რომლებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მნიშვნელოვან ბუფერს წარმოადგენენ, გასულ წელს უპრეცედენტო სისწრაფით ქრებოდა.

BBC-ს ცნობით, ამაზე ახალი სატელიტური ანალიზი მიუთითებს. სპეციალისტების შეფასებით, 2024 წელს დაახლოებით 67 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის უძველესი, ხელუხლებელი ტყეები განადგურდა.

ამის მთავარი მიზეზი ხანძრები იყო, რომლებმაც პირველად ისტორიაში გადააჭარბა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გაჩეხვით მიყენებულ ზარალს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ამაზონის რეგიონში იყო, სადაც რეკორდული გვალვა დაფიქსირდა.

ბევრი მკვლევარი შიშობს, რომ ზოგიერთი ტყე – მაგალითად, ამაზონის გარკვეული მონაკვეთები – შესაძლოა უახლოვდებოდეს ე.წ. გადამწყვეტ წერტილს, რომლის გადალახვის შემდეგ ბუნებრივი სისტემების განადგურება შეუქცევადი გახდება. სპეციალისტების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ტროპიკული ტყეების გაქრობა მათ ლოკაციაზე „სავანიზაციას“ გამოიწვეს, რაც ადგილობრივი ეკოსისტემებისთვის გამანადგურებელი იქნება და დიდ გავლენას იქონიებს გლობალურ კლიმატზე.

თუმცა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შედარებით პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა – სახელმწიფო პოლიტიკამ ტყეების განადგურების შემცირებას შეუწყო ხელი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ტროპიკული ტყეები გასულ წელს რეკორდული სისწრაფით ნადგურდებოდა. 21 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტროპიკული-ტყეები-გასულ-წ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Product Owner (UX/Product Design)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Web automation BAS Developer/ZennoPoster

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T13:42:03+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi