ამაზონის ტყეში იდუმალი „პირამიდა“ გამოჩნდა, „არავინ იცის როგორ გაჩნდა“… – მეცნიერებისთვის ამოუცნობი ობიექტი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სერო ელ კონო (Cerro El Cono) – ეს ამაზონის ტყეში დამალული იდუმალი წმინდა „პირამიდაა“, რომელიც მეცნიერებისთვის დღემდე ამოუცნობ ობიექტად რჩება, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის კი მას სულიერი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. ისინი მას „მთის ღმერთად“ მიიჩნევენ.

ტყით დაფარული „პირამიდის“ სიმაღლე 400 მეტრს აღწევს და პერუსა და ბრაზილიის საზღვარზე მდებარეობს.

წარმონაქმნი, რომლის სახელწოდებაც „კონუსისებრ ბორცვს“ ნიშნავს, პერუსა და ბრაზილიის საზღვარზე მდებარე მთიან რეგიონში, რომელიც სიერა-დელ-დივიზორის სახელითაა ცნობილი, მდებარეობს. სერო-ელ-კონოს ფოტოების უმეტესობაზე მთები ფონზე ჩანს, თუმცა წარმონაქმნი სხვა მწვერვალებისგან იზოლირებულია და უჩვეულო პირამიდული ფორმა აქვს, რაც მას მთათა სისტემის დანარჩენი ნაწილისგან გამოარჩევს.

ადგილობრივ მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ იგი მიწიდან აღმოცენდა, რათა ახლოს მცხოვრები ადამიანები დაიცვას. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის თანახმადაც, Cerro El Cono-ს ქვეშ პირამიდის ნამსხვრევებია, რომელიც უძველესმა ტომებმა ააგეს. ეს თეორია ჯერ დამტკიცებული არ არის.

მეცნიერებს ამ მოსაზრების გასამყარებლად კვლევების ჩატარება სჭირდებათ, თუმცა სერო ელ კონო იმდენად მიუვალ და საშიშ ადგილას მდებარეობს, რომ ჯერჯერობით ეს რთულად განსახორციელებელი მისიაა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ამაზონის ტყეში იდუმალი „პირამიდა“ გამოჩნდა, „არავინ იცის როგორ გაჩნდა“… – მეცნიერებისთვის ამოუცნობი ობიექტი. 6 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ამაზონის-ტყეში-იდუმალი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi