აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ, თუ ირანი მისი განადგურებული ბირთვული პოტენციალის აღდგენას შეეცდება, ამერიკა მას კვლავ დაარტყამს.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიმართავს თუ არა აშშ სამხედრო ზომებს, თუ ირანი საკუთარი ბირთვული პროგრამის აღდგენას შეეცდება, ტრამპმა თქვა: „რა თქმა უნდა“.
„თუმცა მე ამაზე ფიქრი აღარ მომიწევს. ის [ირანის ბირთვული პროგრამა] დიდი ხნით გაქრა, მისი აღდგენა რთული იქნება, იმიტომ რომ ყველაფერი განადგურებულია“, – დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.