კვერცხი, ავოკადო, კარტოფილი და ჰუმუსი კარგია ორგანიზმის დასანაყრებლად.
- ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ჭამენ კვერცხს, უკეთ აკონტროლებენ თავიანთ მადას და რეალურად ღებულობენ ნაკლებ კალორიებს, ვიდრე ადამიანები, რომლებიც არ ჭამენ კვერცხს.
- მადის შესამცირებლად საკვებ რაციონში ჩართეთ ავოკადო, რომელიც შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს და საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც ხელს უწყობენ დანაყრებას.
- გარდა ამისა, კარტოფილის ჭამა ხელს უწყობს მადის შემცირებას, კარტოფილი გვეხმარება კარგი დანაყრების შენარჩუნებაში, მასში შემავალი სახამებლის გამო. მაგრამ იმისთვის, რომ კარტოფილი დაგვეხმაროს შიმშილის სიტუაციების თავიდან აცილებაში, ის უნდა მიირთვათ ცივი.
- რაციონში ჰუმუსის ჩართვა ხელს უწყობს მადის შემცირებას. ის შეიცავს ნელ ნახშირწყლებს, რომლებიც ასევე თანდათან იშლება ჩვენს ორგანიზმში, ამიტომ სისხლში გლუკოზის დონის მატება შეუფერხებლად ხდება, ამის გამო ნარჩუნდება დანაყრების ხანგრძლივი პერიოდი.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). როგორ დავიქვეითოთ მადა პროდუქტების დახმარებით. 25 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორ-დავიქვეითოთ-მადა-პ/
