აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, დიდი ხანია, გადაუხვია თავის თავდაპირველ მისიას, რომელიც ამერიკის ინტერესების წინ წაწევას ემსახურებოდა და ახლა სრულიად ნათელია, რომ USAID-ის დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება აშშ-ის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარეობს USAID-ის საგარეო დახმარების გადახედვა, რომლის მიზანიცაა რეორგანიზაცია, ამის შესახებ კი რუბიომ უკვე აცნობა კონგრესს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული არ იქნეს გაფლანგული“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. როგორც თავად რუბიომ განაცხადა, USAID-ი გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდება და შეშფოთებულია, რომ არ სურთ თანამშრომლობა ადამიანებთან, რომლებიც მარტივ კითხვებს სვამენ, რას აკეთებს ეს პროგრამა და ვინ ფინანსდება. მანამდე აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის თქმით, „USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ“. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). სახელმწიფო დეპარტამენტი – USAID-მა, დიდი ხანია, გადაუხვია თავდაპირველ მისიას, გავაგრძელებთ ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვას, უზრუნველვყოფთ, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული არ იქნეს გაფლანგული. 4 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სახელმწიფო-დეპარტამენტი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
