ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა. ბრძანებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს...

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა. ბრძანებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად გიორგი იაკობაშვილი დაინიშნა,
სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა წარუდგინა.
გიორგი იაკობაშვილს აქვს უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი 2016 წლიდან ამ დრომდე იკავებდა სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობას.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სააგენტო გააგრძელებს აქტიურ ღონისძიებებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით, რათა ეფექტურად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. ამ მიზნების მიღწევაში მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მომხმარებლის ინტერესების დაცვას, ბიზნესსექტორის ჩართულობას და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას“, -აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას.
გიორგი იაკობაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი. არის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტებში (“საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ეფექტიანობის აღდგენის პროექტი”- REAP, ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა- EPI), აგრობიზნესის განვითარების პროექტში (ADA) ფონდი ათასწლეულის გამოწვევა – საქართველო (Millennium Challenge Georgia Fund

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი” -„ვისაც სნეული ჰყავს და მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან...“-
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი