კახა კალაძე: „დედაქალაქში შეიძლება ალტერნატიული შემოსასვლელები და გასასვლელები გაკეთდეს“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში შეიძლება ალტერნატიული შემოსასვლელები და გასასვლელები გაკეთდეს. ამის შესახებ მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ქალაქში საცობებს შეამცირებს.

„მინდა ერთი სიახლის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, უშუალოდ მინისტრთან, სადაც განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას ალტერნატივა შევთავაზოთ.

უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ კონკრეტულად რომელი გზა იქნება გამოსადეგი და მოგვცემს განტვირთვის შესაძლებლობას და ამ ყველაფერს საზოგადოებას ინფორმაციის სახით მოვაწვდით“, – აღნიშნა კალაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). კახა კალაძე: „დედაქალაქში შეიძლება ალტერნატიული შემოსასვლელები და გასასვლელები გაკეთდეს“. 1 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კახა-კალაძე-დედაქალაქშ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi