ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები„სექსუალური ძალადობაც იყო და ფსიქოლოგიურიც... საყვარელ ადამიანს მისი ძმაკაცის უღირსი საქციელის გამო...

„სექსუალური ძალადობაც იყო და ფსიქოლოგიურიც… საყვარელ ადამიანს მისი ძმაკაცის უღირსი საქციელის გამო დავშორდი“

როცა ბექა შემიყვარდა, მეგონა, სამყარო ჩემი იყო, უბედნიერესი ვიყავი. გაცნობიდან მალევე ამიხსნა სიყვარული, თან ისეთ ინტიმურ და რომანტიკულ ადგილას, ასმაგად შემაყვარა თავი. ოჯახებმაც გაიცნეს ერთმანეთი, დავინიშნეთ კიდეც და ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა, მისი ძმაკაცის გამოჩენამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი,- ასე იწყებს თავის ამბავს ახალგაზრდა გოგო, რომელიც საყვარელ ადამიანს მეგობრის უღირსი საქციელის გამო დაშორდა.

„მეხის გავარდნასავით იყო მისი ჩვენს ცხოვრებაში გამოჩენა. ბექა მასზე ხშირად მესაუბრებოდა. სულ ამბობდა: უკვე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და ძალიან მენატრება, უამრავი ბედნიერი დღე გვაქვს ერთად გატარებული, მისნაირი ძმაკაცი არ მყავს, რა არ გადაგვიტანია ერთად და არასოდეს გვიღალატია ერთმანეთისთვისო. მომწონდა ასეთი ძმაკაცობა. რომ გაიგო ბექას დანიშვნის ამბავი, დაურეკა უცხოეთიდან, მეც მის გვერდით ვიყავი, მიულოცა და უთხრა: უჩემოდ არაფერი გაბედო, ხომ იცი, მე უნდა ვიყო მეჯვარეო. ბექა უბედნიერესი იყო. მეუბნებოდა:

აი, ხომ ხედავ, იმდენად უნდა ჩემი ბედნიერების წუთებში გვერდით მედგეს, ამხელა გზაზე ჩამოდის, ესაა ნამდვილი ძმაკაცობა და მეგობრობაო.

სხვათა შორის, ადრე ერთმანეთისთვის ფიცი მიუციათ, ვინც პირველი მოიყვანდა ცოლს, მეორეს მეჯვარედ წაიყვანდა, შვილს მოანათლინებდა და სამუდამოდ დანათესავდებოდნენ. არ დამავიწყდება, ბექამ აფორიაქებულმა დამირეკა, საღამოს ჩამოდის და მინდა, აეროპორტში შენთან ერთად დავხვდე, არ მითქვამს, სიურპრიზს ვუწყობო. გამოვიპრანჭე, მინდოდა, ჩემი ქმრის ძმაკაცისთვის პირველი შეხვედრა შთამბეჭდავი ყოფილიყო და ბექას აეროპორტში გავყევი. ერთი სიტყვით, დავხვდით მის ძმაკაცს და არ დამავიწყდება ეს შეხვედრა – შემომხედა და რამდენიმე წამი დამაკვირდა. მერე მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა: მინდა, ძალიან ბედნიერი იყო, ეს რა ლამაზი გოგო აურჩევია ჩემს ბექუნასო. მინდა, ბედნიერი იყოო და არა ბედნიერი იყოთო – ცოტა გამიკვირდა და ცუდად მომხვდა ყურში, მაგრამ გავატარე, არ მივაქციე ყურადღება.

მისი ჩამოსვლის შემდეგ, ბექა და მე მარტო აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს, ისიც სულ ჩვენ გვერდით იყო და ცოტა მაღიზიანებდა კიდეც. ერთ დღესაც, ბექა სამსახურში რომ იყო, დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. როგორც მითხრა, კაფეში უნდა მივეყვანე და სამსახურის მერე ბექაც ის მოვიდოდა, ასე მოვილაპარაკეთო. თუმცა მომატყუა. მივედით და ბექა არ მოსულა. აღმოჩნდა, არც უთქვამს და მთხოვა: მნიშვნელოვან თემაზე მინდა გესაუბრო და მარტო მინდოდა შეხვედრაო. ათასი სისულელე მობოდა და ბოლოს მოაყოლა: კარგი გოგო ხარ და მინდა, იცოდე, ბექას ადრე ერთი გოგო უყვარდა, მასზე დანიშნული იყო, ის გოგო ორსულად დარჩა და ეს რომ გაიგო ბექამ, მიატოვა, აღარც უნახავს, არადა ის ბავშვი ახლა, ალბათ, სამი წლის იქნებაო. დავიბენი, თან დააყოლა: არ უთხრა, რომ გნახე, შეიძლება, ბექას ერიდება და ეს ამბავი ვერ გაგიმხილა. მინდა, სიმართლე იცოდე და ამიტომ გავბედე თქმაო. არ ვიცოდი, რა მეპასუხა, ან როგორ გამომეხატა რეაქცია. სახლში მიყვანაზე უარი ვუთხარი, ტაქსი გამოვიძახე და წამოვედი. იმ საღამოს რომ დამირეკა ბექამ, არ მითქვამს შეხვედრის ამბავი, მოვიმიზეზე ვირუსი მაქვს და ეს დღეები ვერ გნახავ-მეთქი. მინდოდა, ცოტა ხნით ბექას არ შევხვედროდი, დავფიქრებულიყავი და ყველაფერი გამეაზრებინა. მისი ძმაკაცი კი ყოველდღე მირეკავდა, მკითხულობდა. მესამე დღეს კი ისევ შეხვედრა მთხოვა. ვიფიქრე, მივალ და ვეტყვი, რომ არაკაცურად მოიქცა, ძმაკაცი საყვარელ გოგოსთან „ჩაუშვა“ და აუცილებლად ამ ამბავს ბექას ვეტყვი-მეთქი. მართლაც შევხვდი. მაგრამ, ვინ მაცალა? მანქანა დასავლეთისკენ გააქანა. რომ ავტეხე ერთი ამბავი, ყვირილი და ცემა-ტყეპა, ხან მიყვიროდა, ხან მიყვავებდა: მიყვარხარ, უშენოდ ერთ წამს ვერ ვძლებ, დაგინახე თუ არა, იმ დღიდან ამერია თავგზაო. ვერ გეტყვით, რა გადავიტანე. პირდაპირ ვიტყვი – მისი მხრიდან სექსუალური ძალადობაც იყო და ფსიქოლოგიურიც, თუმცა მაინც დავაღწიე თავი და ვაიძულე, უკან ჩამოვეყვანე.

  რომელი ტიპის ადამიანებს შეუძლიათ ზუსტად იწინასწარმეტყველონ თავიანთი სიცოცხლის ხანგრძლივობა

ამ ამბის შემდეგ, ბექას ნამდვილად ვეღარ ჩავხედავდი თვალებში, ვერც სიმართლეს ვეტყოდი და ათას სისულელეს ვიმიზეზებდი, რომ მისგან თავი შორს დამეჭირა. ვიცი, დამიჯერებდა, ძმაკაცს ამის გამო მოკლავდა, თავს დაიღუპავდა და მეც დამღუპავდა, ამიტომ გადავწყვიტე, უკან დამებრუნებინა ბეჭედი, რომელიც ნიშნობისას მომცა. ამ ამბების მერე, ის ვაჟბატონი ისევ უცხოეთში დაბრუნდა, ჩვენ კი ცხოვრება დაგვინგრია. ვიცი, ბექა გაუგებრობაშია, ვერ ხვდება, რა დამემართა, ასე უეცრად რის გამო ვთქვი მასზე უარი, მაგრამ ასე ჯობია. მირჩევნია, ვიცოდე, რომ კარგად არის და არც იმ ამბის გარკვევას დავიწყებ, ნამდვილად მიატოვა თუ არა ორსული გოგო. ფაქტია, მისი სიყვარული არ გამნელებია, თუმცა, ვერც სიმართლეს ვეტყვი და ვერც მის გვერდით ვიქნები“, -ჰყვება ლიკა.

 

ასევე წაიკითხეთ:  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი

4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.