საქსონია-ანჰალტში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება ბრიუსელისთვის მცირე შოკად იქცა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
საქსონია-ანჰალტში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება ბრიუსელისთვის მცირე შოკად იქცა

საქსონია-ანჰალტში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება ბრიუსელისთვის მცირე შოკად იქცა – ევროკავშირის უდიდეს ეკონომიკაში ულტრამემარჯვენეების დაწინაურება ევროპაში შეშფოთებას იწვევს, – წერს ესპანური გამოცემა El Pais სტატიაში სათაურით „ბრიუსელში შიშობენ, რომ გერმანიის პოლიტიკურმა პოლარიზაციამ შესაძლოა შეაფერხოს ევროკავშირის მასშტაბით ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა“.

AfD-ს შთამბეჭდავი შედეგი სცდება მხარის საზღვრებს და ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის რღვევის მორიგ სიგნალს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ბერლინის უნარს, იმოქმედოს, როგორც ევროკავშირის მთავარმა საყრდენმა.

მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება საქსონია-ანჰალტში – შეძლებს თუ არა ულტრამემარჯვენე ძალა მთავრობის ფორმირებას – ევროკავშირის რამდენიმე წყარო აფრთხილებს, რომ შიდა პოლარიზაციამ, რომელიც გერმანიაში სულ უფრო აშკარა ხდება, შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ევროპულ პოლიტიკასა და ისეთ ფუნდამენტურ შეთანხმებებზე, როგორიცაა უკრაინა, რუსეთი, თავდაცვა, კონკურენტუნარიანობა ან თავად ევროკავშირის გაფართოება.

„ყოველივე ეს ევროპის მომავლისთვის გადამწყვეტ ეტაპზე ვითარდება, როდესაც პარალელურად იზრდება აშშ-ში დონალდ ტრამპისგან მომდინარე საფრთხეები, ძლიერდება ჩინეთის პოზიციები, რუსეთ-უკრაინის ომი კი სულ უფრო ხანგრძლივდება“, – აღნიშნულია სტატიაში.

„გერმანული პოლიტიკური ცენტრის რღვევა პრობლემას წარმოადგენს მთელი ევროპისთვის“, – აცხადებს ბრიუსელში ერთ-ერთი წყარო.

ანალიტიკოსები და ექსპერტები ასევე აფრთხილებენ, რომ კვირას ამ მხარეში მომხდარი მოვლენები, რომელიც ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ნაწილი იყო და ულტრამემარჯვენეების ერთ-ერთ მთავარ საარჩევნო ლაბორატორიად იქცა, შესაძლოა აღქმული იყოს იმ ბრძოლის წინაპირობად, რომელიც უახლოეს თვეებში სხვა რეგიონებშიც გაჩაღდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საქსონია-ანჰალტში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება ბრიუსელისთვის მცირე შოკად იქცა. 7 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქსონია-ანჰალტში-პარტია/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Уборщик/посудомойщик

ბათუმი · დასუფთავება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
NET Trainee

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Product manager/Product Owner (MVP)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle / Senior UA Manager (Meta Ads)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Software Developer in Test

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T01:01:42+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi