პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 1 თვეში 117 საჩივარია დაფიქსირებული - რა პრეტენზიები...

სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 1 თვეში 117 საჩივარია დაფიქსირებული – რა პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს

მხოლოდ ერთ თვეში, ოქტომბერში სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ – 117 საჩივარი დაიწერა, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში კი – 1 355.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში შესული საჩივრიდან 114 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 1 – სალომბარდე სესხს, 1 – ოვერდრაფტს, 1 – საკრედიტო ბარათს.

რაც შეეხება პრეტენზიების ხასიათს, აღნიშნული საჩივრებიდან 113 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდის, 2 – ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე,1 – საპროცენტო შენატანებზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეტენზიებიდან 116-ის განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, ხოლო 1-ის შემთხვევაში განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა საფუძვლიანად.

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ, რა დროსაც მათი რაოდენობა 11-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, ბაზარზე სესხის გამცემი 164 სუბიექტი ოპერირებს.

  მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი – “ცოცხალი წყალი” – თერმულ–რადონული მინერალური წყლები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი