სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 1 თვეში 117 საჩივარია დაფიქსირებული – რა პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

მხოლოდ ერთ თვეში, ოქტომბერში სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ – 117 საჩივარი დაიწერა, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში კი – 1 355.

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში შესული საჩივრიდან 114 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 1 – სალომბარდე სესხს, 1 – ოვერდრაფტს, 1 – საკრედიტო ბარათს.

რაც შეეხება პრეტენზიების ხასიათს, აღნიშნული საჩივრებიდან 113 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდის, 2 – ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე,1 – საპროცენტო შენატანებზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეტენზიებიდან 116-ის განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, ხოლო 1-ის შემთხვევაში განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა საფუძვლიანად.

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ, რა დროსაც მათი რაოდენობა 11-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, ბაზარზე სესხის გამცემი 164 სუბიექტი ოპერირებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 1 თვეში 117 საჩივარია დაფიქსირებული – რა პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს. 18 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სესხის-გამცემი-სუბიექტებ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T20:11:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi