შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება"სენსიტიური თემაა ჩემთვის ჩემი შვილი, ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე..." - ბუდუ და...

“სენსიტიური თემაა ჩემთვის ჩემი შვილი, ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე…” – ბუდუ და შაი ზივზივაძეების განსაკუთრებული მამაშვილობა

“სენსიტიური თემაა ჩემთვის ჩემი შვილი. შაის უყვარს საქართველოში ყოფნა, მამა ენატრება ხოლმე, მაგრამ ბავშვებთან ერთად ერთობა. როცა ვარჯიშიდან ვბრუნდები და სახლში არავინ მხვდება, ცუდად მოქმედებს. შაი როცა სახლშია, გამორბის, მეხუტება, მომენატრეო, რა მომიტანეო, მეუბნება. ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს, მაგრამ მერე მართმევს კიდეც, არ იღლება, სულ თამაში და გართობა უნდა.

ვარჯიშის მერე სულ ერთად ვართ. ის რომ ბაღიდან მოდის, მე ვარჯიშიდან ვბრუნდები, ერთად ვისვენებთ და ვიძინებთ. ისე არ დაწვება, თუ არ მივუწექი. ერთად გვძინავს, ერთად ვთამაშობთ, პარკშიც და გასართობ ცენტრშიც დამყავს. ბატუტზე ხტომა უყვარს ძალიან.

შაის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში ის, რომ მარტო ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი, მყავს ცოლი და შვილი. როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, მარტო ჩემი თავისთვის არ ვიღებ. თუნდაც გუნდის გამოცვლაზე, ყოველთვის ოჯახს ვეკითხები, როგორ იქნება უკეთესი, ბავშვისთვის როგორ აჯობებს. მარტო როცა ვიყავი, მარტივად ვამბობდი კის. ცხოვრებასაც სხვა თვალით შევხედე, უფრო სერიოზული გავხდი, მეტი პასუხისმგებლობა მაქვს როგორც მამას, როგორც მეუღლეს”, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე ქალიშვილის, შაი ზივზივაძისა და ოჯახის შესახებ.

  სერიალ „ჰარი პოტერის“ მთავარი როლების შემსრულებლების ვინაობა ცნობილია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი