“სენსიტიური თემაა ჩემთვის ჩემი შვილი. შაის უყვარს საქართველოში ყოფნა, მამა ენატრება ხოლმე, მაგრამ ბავშვებთან ერთად ერთობა. როცა ვარჯიშიდან ვბრუნდები და სახლში არავინ მხვდება, ცუდად მოქმედებს. შაი როცა სახლშია, გამორბის, მეხუტება, მომენატრეო, რა მომიტანეო, მეუბნება. ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს, მაგრამ მერე მართმევს კიდეც, არ იღლება, სულ თამაში და გართობა უნდა.
ვარჯიშის მერე სულ ერთად ვართ. ის რომ ბაღიდან მოდის, მე ვარჯიშიდან ვბრუნდები, ერთად ვისვენებთ და ვიძინებთ. ისე არ დაწვება, თუ არ მივუწექი. ერთად გვძინავს, ერთად ვთამაშობთ, პარკშიც და გასართობ ცენტრშიც დამყავს. ბატუტზე ხტომა უყვარს ძალიან.
შაის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში ის, რომ მარტო ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი, მყავს ცოლი და შვილი. როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, მარტო ჩემი თავისთვის არ ვიღებ. თუნდაც გუნდის გამოცვლაზე, ყოველთვის ოჯახს ვეკითხები, როგორ იქნება უკეთესი, ბავშვისთვის როგორ აჯობებს. მარტო როცა ვიყავი, მარტივად ვამბობდი კის. ცხოვრებასაც სხვა თვალით შევხედე, უფრო სერიოზული გავხდი, მეტი პასუხისმგებლობა მაქვს როგორც მამას, როგორც მეუღლეს”, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე ქალიშვილის, შაი ზივზივაძისა და ოჯახის შესახებ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). “სენსიტიური თემაა ჩემთვის ჩემი შვილი, ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე…” – ბუდუ და შაი ზივზივაძეების განსაკუთრებული მამაშვილობა. 11 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სენსიტიური-თემაა-ჩემთვი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
