საჩუქრად 1000 ლარი – ნახეთ, ვის გადასცემს მერია ამ თანხას

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

1 000 ლარი თბილისის მერიისგან ერთჯერადად ყველა იმ მოქალაქეს გადაეცემა, რომელიც 100 წელს არის მიღწეული.

რა არის პროგრამის არსი?

პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ 100 წელს მიღწეულ ხანდაზმულთათვის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები?

- Advertisement -
Ad imageAd image

თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში 100 და მეტი წელი შეუსრულდებათ.

რას მოიცავს პროგრამა?• 1000 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება

როგორ უნდა მიიღოს პირმა ბენეფიტი?

ბენეფიტის მიღება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე ხორციელდება.

თანხა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე დაირიცხება, მომსახურე ბანკიდან (“თიბისი ბანკი”) პირის მიერ ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

- Advertisement -
Ad imageAd image

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პირმა?

• პირადობის მოწმობის ასლი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). საჩუქრად 1000 ლარი – ნახეთ, ვის გადასცემს მერია ამ თანხას. 11 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საჩუქრად-1000-ლარი-ნახეთ-ვის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi