თუ ბინის შეძენაზე ფიქრობთ, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა – ნახეთ, ვინ დაფინანსდება სახელმწიფოსგან

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

თუ ბინის შეძენაზე ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე ფიქრობთ, იპოთეკური სესხის ნაწილს სახელმწიფო დაგიფარავთ. პროგრამა დღეს გარკვეული ჯგუფებისთვის მოქმედებს, თუმცა ახალი წლიდან ის გაფართოვდება.

როგორ შეიძლება შეიცვალოს სუბსიდირების პროგრამა – დანამდვილებით ვიცით ის, რომ სუბსიდირების პროგრამა გაფართოვდება და ის ხელმისაწვდომი უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება. თუმცა კონკრეტულად რომელ ჯგუფს შეეხება და რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომელსაც სურს ბინის შეძენა სახელმწიფოს დახმარებით, ეს ჯერჯერობით უცნობია და იანვარში გახდება ცნობილი. რაც შეეხება დღეს მოქმედ პროგრამას, სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა 3 წელია არსებობს და მისი დახმარებით 5 000-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო ბინის ან კერძო სახლის შეძენა და აშენება. უმრავლესობა მრავალშვილიანია, თუმცა სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 6 პროცენტს 5 წლით იმ ადამიანებსაც უფინანსებს, ვისაც ერთ წლამდე შვილი ჰყავს. სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 000 ლარია და მისი აღება ნებისმიერ ბანკში, როგორც მარტოხელა მშობელს, ისე ქვრივებსაც შეუძლიათ.

2021-2022 წლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4285 სესხი გაიცა, 2023 წელს კი 836. ამ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გადარიცხულმა თანხამ 44 549 862 ლარი შეადგინა.

იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება- პროგრამის მიზნები გაწერილია, სახელმწიფო მის მხარდაჭერას მომავალშიც აპირებს, იგეგმება ცვლილებებიც, რომელზე მუშაობაც დაწყებულია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). თუ ბინის შეძენაზე ფიქრობთ, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა – ნახეთ, ვინ დაფინანსდება სახელმწიფოსგან. 11 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თუ-ბინის-შეძენაზე-ფიქრობ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T02:56:40+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi