„ვერ წარმომედგინა, თუ მსგავსი ტრაგედია ჩვენთანაც ასე ახლოს იყო“ – დაღუპულ ოპერატორს მეგობრები იხსენებენ

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ტელეკომპანია „იმედი“ კოლეგას და მეგობარს, ოპერატორს მიშო ბიძინაშვილს ემშვიდობება, რომელიც ორ მფრინავთან ერთად საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს, სოფელ ასურეთთან დაიღუპა.

კომპანიის თანამშრომლებმა „იმედის კვირაში“ გაიხსენეს მიშოსთან გატარებული უკანასკნელი წუთები.

„როგორც კი მიიღო გადარწვეტილება, ზუსტად 10 წუთში შემოვარდა ოთახში. „უნდა გადავუფრინო მთელ საქართველოსო“. ვკითხე, არ გეშინია-თქო? არა რა მეშინიაო, მე წავალ, მე გავფრინდებიო შერეკილებივითო.

ერთად ვემზადებოდით. ბევრჯერ დამირეკა, რამდენი ელემენტი წავიღო, კამერა ხომ არ გაიყინებაო. ემზადებოდა, ტრენინგები გაიარა, ბევრი აპარატურა წაიღო და ამბობდა, მე ვიქნები ოპერატორი, რომელიც გადაიღებს განსაკუთრებულ კადრებსო…

- Advertisement -
Ad imageAd image

…აღტაცებით ელოდა ამ დღეს, ამბობდა, ჩემი ბავშვობის საყვარელი ფილმია „80 დღე დედამიწის გარშემო“ და ბავშვობის ოცნებას ავუსრულებო…

…იმდენად მოწადინებული იყო, სულ რომ უარი გეთქვა, მაინც წავიდოდა. სხვანაირი შემართება ჰქონდა. ისეთი ბედნიერი იყო. ბოლოს კვირას ვნახე. წარმატებები ვუსურვე, უცებ შემობრუნდა კარებში, შემომხედა და შენც შენცო, როგორც იცოდა გამიღიმა და წავიდა…

…მთელი გზა, სანამ იფრინეს კონტაქტზე იყვნენ, მშვიდად ვართო…

…ზარი გადიოდა და არ გვპასუხობდა, მაგრამ ცუდზე არც გვიფიქრია.

…ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით ასეთ დასასრულს. ვერ წარმომედგინა, თუ მსგავსი ტრაგედია ჩვენთანაც ასე ახლოს იყო“, – აღნიშნავენ მიშოს კოლეგები და მეგობრები.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ვერ წარმომედგინა, თუ მსგავსი ტრაგედია ჩვენთანაც ასე ახლოს იყო“ – დაღუპულ ოპერატორს მეგობრები იხსენებენ. 12 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ვერ-წარმომედგინა-თუ-მსგ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Spetsialist po rabote s potentsialnymi klientami

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Automation Engineer (Cheminformatics)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Web automation BAS Developer/ZennoPoster

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-23T18:40:24+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi