თუ ბინის შეძენაზე ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე ფიქრობთ, იპოთეკური სესხის ნაწილს სახელმწიფო დაგიფარავთ. პროგრამა დღეს გარკვეული ჯგუფებისთვის მოქმედებს, თუმცა ახალი წლიდან ის გაფართოვდება.
როგორ შეიძლება შეიცვალოს სუბსიდირების პროგრამა – დანამდვილებით ვიცით ის, რომ სუბსიდირების პროგრამა გაფართოვდება და ის ხელმისაწვდომი უფრო მეტი ადამიანისთვის იქნება. თუმცა კონკრეტულად რომელ ჯგუფს შეეხება და რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომელსაც სურს ბინის შეძენა სახელმწიფოს დახმარებით, ეს ჯერჯერობით უცნობია და იანვარში გახდება ცნობილი. რაც შეეხება დღეს მოქმედ პროგრამას, სუბსიდირებული იპოთეკური სესხის პროგრამა 3 წელია არსებობს და მისი დახმარებით 5 000-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო ბინის ან კერძო სახლის შეძენა და აშენება. უმრავლესობა მრავალშვილიანია, თუმცა სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 6 პროცენტს 5 წლით იმ ადამიანებსაც უფინანსებს, ვისაც ერთ წლამდე შვილი ჰყავს. სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 000 ლარია და მისი აღება ნებისმიერ ბანკში, როგორც მარტოხელა მშობელს, ისე ქვრივებსაც შეუძლიათ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). ნახეთ, ვის დაეხმარება სახელმწიფო ბინის შეძენის დაფინანსებაში. 21 დეკემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/ნახეთ-ვის-დაეხმარება-სახ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T14:32:03+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
