პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსაქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საჩივარი შეიტანა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საჩივარი შეიტანა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საჩივარი შეიტანა, რის თაობაზე იხილეთ სტატიაში

საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა.

აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა, აღვნიშნოთ, რომ არა მხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად,

ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი,

რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

საჩივარში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც, სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდოდ, უსამართლობას ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე 1/8-ფინალში მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით ეგვიპტელ ამერთან 14:15 დამარცხდა.

#drpkhakadze

წყარო

  “მატჩის წინა დღეს მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მაგის მერე დაიწყო ჩემი რეგრესი: ოპერაცია, ერთი ტრავმა, მეორე… მაგრამ ვიპოვე ჩემს თავში ძალა” – გზა ფეხბურთელისა, რომელსაც “ქართველ მესის” ეძახდნენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი