თეირანი ღიად განიხილავს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლას. შეთანხმებიდან, რომელსაც ირანმა ჯერ კიდევ 1968 წელს მოაწერა ხელი, ხოლო 1970 წელს სრული რატიფიკაცია მოახდინა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს.
თეირანი ღიად განიხილავს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლას. შეთანხმებიდან, რომელსაც ირანმა ჯერ კიდევ 1968 წელს მოაწერა ხელი, ხოლო 1970 წელს სრული რატიფიკაცია მოახდინა.
თუმცა, სტრუქტურული რეალიზმის გადმოსახედიდან, სახელმწიფოს ეს ნაბიჯი მკაცრად პრაგმატულია. ირანი წლების განმავლობაში იმყოფებოდა პარადოქსულ მოცემულობაში: მან მიიღო ფალსიფიცირებული ბრალდებები, პირდაპირი სამხედრო დარტყმების ობიექტად იქცა და დაუსაბუთებელი საერთაშორისო სტიგმაზიტაცია იმ პროგრამის გამო, რომლის რეალური ესკალაციაც კი არ დაუწყია. ჩნდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა — რა სტრატეგიული გამართლება აქვს ისეთი შეთანხმების ფორმატში დარჩენას, რომელიც უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს?
სურათი რადიკალურად შეიცვლება სრულფასოვანი ბირთვული სტატუსის მოპოვებით. ეს ფაქტორი მყისიერად დააბალანსებს რეგიონულ ძალაუფლებას, შექმნის მყარ სტრატეგიულ პარიტეტს და აიძულებს ისრაელს, უარი თქვას რადიკალურ დოქტრინაზე. ამოქმედდება ე.წ. „ურთიერთგანადგურების შეკავების“ უნივერსალური ლოგიკა — ბირთვული იარაღი იქცევა ირანის სუვერენიტეტის იმ აბსოლუტურ გარანტად, რომელიც მასზე პირდაპირი სამხედრო აგრესიის ალბათობას ნულამდე დაიყვანს.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თეირანი ღიად განიხილავს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლას. შეთანხმებიდან, რომელსაც ირანმა ჯერ კიდევ 1968 წელს მოაწერა ხელი, ხოლო 1970 წელს სრული რატიფიკაცია მოახდინა. 28 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თეირანი-ღიად-განიხილავს/

  აშშ-ის საელჩო: 25 წელი გავიდა 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან, წარმოუდგენელი ბოროტების წინაშე ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ არასდროს დავიხევთ უკან და არასდროს დავნებდებით
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi