პარიზის ოლიმპიადა 2024-გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ოლიმპიური ჩირაღდანი

პარიზის ოლიმპიადა 2024-დღეს, 26 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე პარიზში 33-ე ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი, აღნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებული მომენტი იქნება სპორტსმენებისთვის: „სპორტსმენებისთვის ეს განსაკუთრებული მომენტი იქნება, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ. წარმოიდგინეთ, თამაშები მდინარე სენაზე და მის გარშემო, სადაც უამრავი მაყურებელი შეიკრიბება. ამით ყველა ისიამოვნებს, ეს უნიკალური გამოცდილებაა. მოვიხმობ სპორტსმენებს მთელი მსოფლიოდან პარიზში, საფრანგეთში, რათა ერთად აღვნიშნოთ 33-ე ოლიმპიადა, რომლის დევიზიც არის: უფრო სწრაფად, მაღლა, ძლიერად, ერთად“.

პარიზის ოლიმპიადა 2024-ის  თამაშების გახსნის ცერემონია ოლიმპიური სტადიონის ნაცვლად მდინარე სენაზე გაიმართება, სადაც მონაწილეები ნავებით გაცურავენ, მაყურებლები კი ნაპირიდან მიადევნებენ თვალს. ოლიმპიური ჩირაღდანი სწორედ 26 ივლისის ღამით დაასრულებს ოთხწლიან მოგზაურობას საბერძნეთიდან პარიზამდე. აანთება ოლიმპიური ცეცხლი და თამაშებიც დაიწყება.

- Advertisement -
Ad imageAd image

ქართველები პარიზი 2024-ზე

პარიზის ოლიმპიადაში 28 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ძიუდოისტთა ნაკრები. ოლიმპიური დევიზია – “მთავარია მონაწილეობა”, თუმცა ქართველი სპორტსმენების დევიზი ასეთია – “უკეთ, ვიდრე ადრე”.

ოქროს მედლები: 1990 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ოქრო ქართველმა სპორტსმენებმა 2008 წელს პეკინში მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო).

 

#drpkhakadze

- Advertisement -
Ad imageAd image

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). პარიზის ოლიმპიადა 2024-გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე. 26 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/პარიზის-ოლიმპიადა-2024/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi