შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქსტატი: 2025 წლის აპრილში მშპ 7.5%-ით გაიზარდა - მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა...

საქსტატი: 2025 წლის აპრილში მშპ 7.5%-ით გაიზარდა – მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 30 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა.

2025 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; სამთომოპოვებითი მრეწველობა; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშშენებლობისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის იანვარი-აპრილის საშუალო რეალური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა.

  65 340 ფიზიკურ პირს 423 141 969,65 ლარი უკვე ჩამოეწერა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი