ორშაბათი, მაისი 11, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსმენით ჰალუცინაციებზე 50-წლიანი თეორია ახალმა კვლევამ დაადასტურა

სმენით ჰალუცინაციებზე 50-წლიანი თეორია ახალმა კვლევამ დაადასტურა

შიზოფრენიის დროს სმენითი ჰალუცინაციები შეიძლება იმ მექანიზმით ჩნდებოდეს, რომ ტვინი შინაგან მეტყველებას გარედან გაგონილად აღიქვამს. ეს თეორია დიდი ხანია არსებობს, ახალი კვლევა კი მის მართებულობაზე მიანიშნებს.

“ეს მოსაზრება 50 წელია არსებობს, თუმცა ძალიან რთული შესამოწმებელი იყო, რადგან შინაგანი მეტყველება არსებითად პრივატულია”, — აცხადებს ტომას უიტფორდი, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მკვლევარი ფსიქოლოგიის მიმართულებით.

უიტფორდმა და მისმა კოლეგებმა კვლევა ჩაატარეს, რათა შეემოწმებინათ, როგორ რეაგირებს ტვინი შინაგან მეტყველებაზე. ამ ორგანოში ელექტრული აქტივობის გასაზომად ელექტროენცეფალოგრაფია (EEG) გამოიყენეს; შეაფასეს ისიც, თუ როგორ რეაგირებს შიზოფრენიის მქონე ადამიანთა ტვინები სმენით ჰალუცინაციებზე.

“როცა ვსაუბრობთ — თუნდაც გონებაში — აქტივობა იკლებს ტვინის იმ რეგიონში, რომელიც გარედან მომავალი ხმების გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი”, — განმარტავს უიტფორდი — “ეს იმის გამოა, რომ ტვინი ჩვენივე ხმას პროგნოზირებს. მეორე მხრივ, სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანებში ეს წინასწარმეტყველება არასწორად მიდის, ტვინი კი ისე რეაგირებს, თითქოს ხმა სხვა ადამიანისგან მოდიოდეს”.

კვლევა მონაწილეების (ცდისპირების) სამ ჯგუფზე ჩაატარეს: შიზოფრენიის მქონე 55 ადამიანი, რომელთაც ბოლო დროს სმენითი ჰალუცინაციები ჰქონდათ; შიზოფრენიის მქონე 44 ადამიანი, რომელთაც ახლო წარსულში სმენითი ჰალუცინაციები არ განუცდიათ; 43 ადამიანი, რომელთაც შიზოფრენიის არანაირი ისტორია არ ჰქონდათ.

მონაწილეებს ყურსასმენებში ხმისთვის უნდა მოესმინათ, მისი გაგონების პარალელურად კი გონებაში “ბაჰ” ან “ბიჰ” ეთქვათ სურვილისამებრ. ხმებიც “ბაჰ” ან “ბიჰ” იყო, თუმცა ცდისპირებმა არ იცოდნენ, თავიანთივე შინაგანად წარმოთქმული სიტყვა დაემთხვეოდა თუ არა ყურსასმენებიდან გაგონილს.

როცა შინაგანი მეტყველება გარედან შემოსულ ხმას ემთხვეოდა, ტვინი ბევრად ძლიერად რეაგირებდა იმ მონაწილეებში, რომელთაც ახლო წარსულში სმენითი ჰალუცინაციები ჰქონიათ.

“ჯანმრთელი ადამიანებისთვის შინაგანი მეტყველება ტვინის აქტივობას ისევე ამცირებს, როგორც ხმამაღლა საუბარი”, — აცხადებს უიტფორდი — “მეორე მხრივ, სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანებში ტვინის აქტივობა არ მცირდება. მეტიც, ტვინი შინაგან მეტყველებაზე უფრო ძლიერად რეაგირებს, თითქოს სხვა ადამიანისგან მოდიოდესო. შეიძლება ამის დახმარებით ავხსნათ, რატომ აღიქმება ხმები ასე რეალურად”.

  სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა - ვისზე არ ვრცელდება ახალი რეგულაცია - სესხის აღების წესში ცვლილებები შედის

გამოდის, შიზოფრენიის დროს “ხმები” შეიძლება რეალურად ადამიანისავე შინაგანი მეტყველება იყოს, რომელიც ტვინს შეცდომით ჰგონია გარედან მომავალი. მიგნებები შეიძლება ექიმებს ფსიქოზის რისკის დანახვაში დაეხმაროს — მანამდეც კი, სანამ პრობლემა გაჩნდება; ეს ადრეული ჩარევის საშუალებასაც მოგვცემს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.