საქსტატი: 2025 წლის აპრილში მშპ 7.5%-ით გაიზარდა – მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 30 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა.

2025 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; სამთომოპოვებითი მრეწველობა; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშშენებლობისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის იანვარი-აპრილის საშუალო რეალური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქსტატი: 2025 წლის აპრილში მშპ 7.5%-ით გაიზარდა – მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა. 30 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქსტატი-2025-წლის-აპრილში-მშ/

  მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi