ავიაკომპანია Air India-ს კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას მაშველებმა 30-35 ადამიანის ცხედრებს მიაკვლიეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სააგენტოს ცნობით, უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავიაკატასტროფას „უამრავი მსხვერპლი“ მოჰყვა.
მომხდარს გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდიც. „აჰმადაბადში მომხდარმა ტრაგედიამ ყველა გაგვაოგნა და დაგვამწუხრა. ეს გულსატკენი რამაა, რასაც სიტყვებით ვერ გადმოვცემთ. მწუხარების ამ ჟამს ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვისაც ეს შეეხო. მე უკვე ვესაუბრე მინისტრებსა და ხელისუფლებას, რომლებიც დაშავებულების დასახმარებლად მუშაობენ“, – დაწერა ინდოეთის პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, Air India-ს კუთვნილი Boeing 787 Dreamliner-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ აჰმადაბადთან ჩამოვარდა. ის აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა. თვითმფრინავი აფრენისთანავე ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზი უცნობია.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე მაშველებმა 30-35 ადამიანის ცხედრები აღმოაჩინეს – სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 12 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თვითმფრინავის-კატასტროფ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T20:11:36+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
