“უკრაინელებს გვესმის, რომ უკეთესი მომავალი თავისთავად არ მოდის… ჩვენი ახალი წელი იქნება ის, რასაც ვაკეთებთ” | ზელენსკი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

“უკრაინელებს გვესმის, რომ უკეთესი მომავალი თავისთავად არ მოდის… ჩვენი ახალი წელი იქნება ის, რასაც ვაკეთებთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს, მეუღლესთან, ოლენა ზელენსკისთან ერთად ფტოს აქვეყნებს და მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

“უკრაინული ახალი წელი არა მხოლოდ მისალმების, არამედ მოქმედების დროა. არა მხოლოდ სურვილებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მათი რეალიზებისთვის. ჩვენ, უკრაინელებს, სხვაზე უკეთ გვესმის, რომ უკეთესი მომავალი თავისთავად არ მოდის, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ თითოეულ ჩვენს ხვალინდელ დღეს.

ჩვენი ახალი წელი იქნება ის, რასაც ვაკეთებთ. საახალწლო სასწაული, მაგრამ ასევე მთელი წლის სასწაული, თქვენ ხართ ყველა: თავდადებული, პასუხისმგებელი, მზრუნველი და ეფექტური.

უკრაინის დამცველებს ოლენა ზელენსკა და მე ვუსურვებთ თავისუფალ და უსაფრთხო მომავალ ცხოვრებას და ძალას, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის”, – წერს ზელენსკი.

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). “უკრაინელებს გვესმის, რომ უკეთესი მომავალი თავისთავად არ მოდის… ჩვენი ახალი წელი იქნება ის, რასაც ვაკეთებთ” | ზელენსკი. 1 იანვარი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/უკრაინელებს-გვესმის-რომ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi