პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისისაქპატენტმა თბილისში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღნიშნა

საქპატენტმა თბილისში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღნიშნა

საქპატენტმა თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღნიშნა, რომლის წლევანდელი თემაა: „ინტელექტუალური საკუთრება და მუსიკა: იგრძენი ინტელექტუალური საკუთრების რიტმი“.

ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისთვის ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის გაჟღერება, მუსიკოსებისა და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა და მუსიკის სფეროში ინოვაციების წახალისება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კულტურისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
სიტყვით გამოვიდნენ: ლევან ჟორჟოლიანი, ნინო წილოსანი, სოსო გიორგაძე და თამარ გვარიშვილი.

ფესტივალზე სპეციალურად შექმნილი მუსიკალური კომპოზიცია გაჟღერდა, რომელიც აერთიანებდა ეთნომუსიკას და თანამედროვე ჟღერადობას.
საქპატენტის თავმჯდომარემ ცნობილ კომპოზიტორებს — ლილიკო ნემსაძეს, კახა ცაბაძეს და გიორგი სანოძეს — გადასცა საავტორო ნაწარმოების დეპონირების დამადასტურებელი სიგელები.

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქპატენტსა და საავტორო უფლებების მართვის ორგანიზაცია IPOA-ს შორის.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე ყოველწლიურად 26 აპრილს აღინიშნება და ემსახურება ცნობიერების ამაღლებას შემოქმედების, ინოვაციისა და უფლებების დაცვის შესახებ.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  „პატარების დიდი შოუდან“ გავხდი ცნობილი, როდესაც მამაზე ვისაუბრე, ჰეითერები წერდნენ, როგორ შეგიყვარდა 7 წლის უნახავი მამაო...“ - ბარბარე ჯანაშიას ემოციები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი