საქპატენტმა თბილისში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღნიშნა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქპატენტმა თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღნიშნა, რომლის წლევანდელი თემაა: „ინტელექტუალური საკუთრება და მუსიკა: იგრძენი ინტელექტუალური საკუთრების რიტმი“.

ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისთვის ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის გაჟღერება, მუსიკოსებისა და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა და მუსიკის სფეროში ინოვაციების წახალისება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კულტურისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
სიტყვით გამოვიდნენ: ლევან ჟორჟოლიანი, ნინო წილოსანი, სოსო გიორგაძე და თამარ გვარიშვილი.

ფესტივალზე სპეციალურად შექმნილი მუსიკალური კომპოზიცია გაჟღერდა, რომელიც აერთიანებდა ეთნომუსიკას და თანამედროვე ჟღერადობას.
საქპატენტის თავმჯდომარემ ცნობილ კომპოზიტორებს — ლილიკო ნემსაძეს, კახა ცაბაძეს და გიორგი სანოძეს — გადასცა საავტორო ნაწარმოების დეპონირების დამადასტურებელი სიგელები.

- Advertisement -
Ad imageAd image

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქპატენტსა და საავტორო უფლებების მართვის ორგანიზაცია IPOA-ს შორის.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე ყოველწლიურად 26 აპრილს აღინიშნება და ემსახურება ცნობიერების ამაღლებას შემოქმედების, ინოვაციისა და უფლებების დაცვის შესახებ.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქპატენტმა თბილისში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღნიშნა. 30 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქპატენტმა-თბილისში-ინტ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi