გიორგი მამარდაშვილმა „ევრო 2024“-ზე 29 დარტყმა მოიგერია და საუკეთესო შედეგი აჩვენა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

უეფას სტატისტიკით, საქარდთველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა „ევრო 2024“-ზე 29 დარტყმა მოიგერია და საუკეთესო შედეგი აჩვენა. მეორე ადგილზე მოგერიებების რაოდენობით ბართ ვერბრიუგენია, რომელიც მამარდაშვილის შედეგს 11 სეივით ჩამორჩა.

გიორგი მამარდაშვილმა ყველაზე მეტი, 11 სეივი ჩეხეთის ნაკრებთან მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ უეფას კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარისთვის პრიზი არ აქვს დაწესებული, უბრალოდ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებს ავლენს, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). გიორგი მამარდაშვილმა „ევრო 2024“-ზე 29 დარტყმა მოიგერია და საუკეთესო შედეგი აჩვენა. 15 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გიორგი-მამარდაშვილმა-ევ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi