საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 და 2024 წელს დაბადებულ შვილებზე სისტემატურად ძალადობდა.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). შვილებზე სისტემატურად ძალადობდა – შვილებზე ძალადობა მარნეულში – პოლიციამ დედა დააკავა. 16 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შვილებზე-სისტემატურად-ძა/
