შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისში "დინამო არენაზე" ლეგენდების მატჩი გაიმართება — პრესკონფერენციაზე ვეტერანებმა შთაბეჭდილებები გააზიარეს

თბილისში “დინამო არენაზე” ლეგენდების მატჩი გაიმართება — პრესკონფერენციაზე ვეტერანებმა შთაბეჭდილებები გააზიარეს

თბილისი მალე უმასპინძლებს განსაკუთრებულ საფეხბურთო ღონისძიებას — 16 მაისს, “დინამო არენაზე”,  ლეგენდების სერიის მეორე მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან საქართველოს ეროვნული ნაკრების და “ბარსელონას” ვეტერანი ფეხბურთელები.
შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

#image_title

მატჩის წინ, თბილისში გაიმართა ტრადიციული პრესკონფერენცია,
სადაც ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა თავიანთი ემოციები და მოლოდინები გამოთქვეს.

შოთა არველაძე:

“მადლობა ჩვენს სტუმრებს, რადგან ასეთი თამაშები ხშირად არ იმართება. გვინდა, მატჩი საზეიმო ვითარებაში ჩატარდეს და ასეთი გუნდები ხშირად გვსტუმრობდნენ. სავიოლა ნამყოფი არ იყო და თბილისი ძალიან მოეწონა. ახლა ჩამოსვლა რთულია, სეზონის ბოლოა და ყველას უამრავი საქმე აქვს. იმედია, ვინც თამაშზე მოვა, ძალიან ისიამოვნებს”.

კახა კალაძე:

“მინდა, მადლობა გადავუხადო შოთას ამ თამაშის ორგანიზებისთვის. ასეთ მატჩებს სისტემატური ხასიათი ეძლევა და ეს ძალიან სასიამოვნოა. “ბარსელონა” დიდი გუნდია და ჩვენთან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მადლობა ბიჭებს, რომ გამონახეს დრო და ჩამოვიდნენ ჩვენს ლამაზ დედაქალაქში. ვიცი, რომ “ბარსელონას” დღეს საღამოს რონალდინიოც შემოურთდება. წარმატება ყველას – ხვალინდელ შეხვედრაში, განსაკუთრებით – ჩვენს გულშემატკივრებს”.

იარი ლიტმანენი:

“ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩამოვედი. ჯერ კიდევ ვთამაშობ ფეხბურთს, არა – აქტიურად, მაგრამ შარშან 5 მატჩი ჩავატარე. მაკლია ფეხბურთი, ასეთ ლეგენდარულ გუნდთან ერთად თამაში საამაყოა, რადგან ამ “ბარსამ” დიდი ისტორია დაწერა. საქართველოში არ მითამაშია და იმედია, ხვალ ვისიამოვნებთ”.

ხავიერ სავიოლა:

“ჩემთვის დიდ პატივია აქ ჩამოსვლა. განსაკუთრებით გამახარა დახვედრამ, რადგან ფეხბურთი მხოლოდ მოედანი არ არის, მის მიღმა ურთიერთობებიც მნიშვნელოვანია. იმედია, გულშემატკივრები დიდ სიამოვნებას მიიღებენ, ქართველ გულშემატკივრებს სასიამოვნო მოგონებებს დავუტოვებთ და აქ კიდევ დავბრუნდებით.

ქართული ფეხბურთი განვითარების ეტაპზეა, ეს პატარა ქვეყნებისთვის შთაგონების საფუძველი შეიძლება გახდეს. იმედია, კიდევ უფრო განვითარდებით. ეტყობა, აქ კარგი მწვრთნელები მუშაობენ და საქართველოში ფეხბურთს დიდი ყურადღება ექცევა. მაგრამ მთავარი წარმატების შენარჩუნებაა”.

შეხვედრას დაესწრება ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიოც, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოდის თბილისში.

  ცოტა ცუდი ამბავიც გვაქვს სათქმელი და თქვენი გვერდში დგომა გვჭირდება - „ჰანგრიმენის“ საგანგებო განცხადება

ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ლეგენდების სერია სამომავლოდ კიდევ გაგრძელდება.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.