შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაადამიანებით ვაჭრობის გახმაურებული სკანდალი საფრანგეთში - ერთ-ერთი ბრალდებული ქართველია

ადამიანებით ვაჭრობის გახმაურებული სკანდალი საფრანგეთში – ერთ-ერთი ბრალდებული ქართველია

საფრანგეთში შამპანურის ბიზნესში დასაქმებული ყურძნის მკრეფების სამუშაო პირობები ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით დაწყებული გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამ ადამიანს – ყირგიზ ქალს, ქართველ მამაკაცს და ფრანგ მამაკაცს – ბრალი ედებათ 50-ზე მეტი სეზონური მუშის ექსპლუატაციაში, რომელთა უმეტესობა დასავლეთ აფრიკიდან არის.

მუშები, რომელთაგანაც ყველა არალეგალური მიგრანტია, 2023 წლის სექტემბერში, მოსავლის აღების დროს აღმოაჩინეს – ისინი ვიწრო ოთახებში, ანტისანიტარულ პირობებში ნესლ-ლე-რეპონში, რეიმსის სამხრეთ-დასავლეთით, შამპანის რეგიონის გულში, ერთ-ერთ შენობაში ცხოვრობდნენ.

მიგრანტები პარიზში მცხოვრები დასავლეთ აფრიკის სონინკეს ეთნიკური თემისთვის WhatsApp-ის ჯგუფური შეტყობინების საშუალებით დაიქირავეს. შეტყობინებაში მათ შამპანის რეგიონში “კარგად ანაზღაურებად სამუშაოებს” ჰპირდებოდნენ.

  მშენებლობის რა ეტაპზე უნდა შეიძინო ბინა?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი