მარგარეტ ჩოლა, რომელიც დაახლოებით 85 წლისაა, მოდის სიმბოლოდ და ინტერნეტ-სენსაციად იქცა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მარგარეტ ჩოლა ზამბიის ერთ-ერთი სოფლიდან, რომელიც დაახლოებით 85 წლისაა, მოდის სიმბოლოდ და ინტერნეტ-სენსაციად იქცა, – წერს BBC.

ყველაფერი კი უბრალო გართობით დაიწყო. მისი შვილიშვილი მოდით არის გატაცებული. ბებიამ და შვილიშვილმა უბრალოდ გარდერობები გაცვალეს და ფოტოები გადაიღეს. შედეგმა კი მთელი ინტერნეტ-სივრცე აალაპარაკა. მას „ინსტაგრამში“ 225 ათასი გამომწერი ჰყავს.

„მე ამ ტანსაცმელში თავს უფრო სხვანაირად ვგრძნობ, უფრო ახლებურად, უფრო ცოცხლად, ისე, როგორც არასდროს“, – თქვა ჩოლამ და დაამატა, რომ ახლა მას ისეთი განცდა აქვს, რომ მსოფლიოს დაპყრობას შეძლებს.

მისი თქმით, ის გაკვირვებული დარჩა, რომ იგი მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს შეუყვარდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჩოლამ არ იცის ზუსტად რამდენი წლისაა, რადგან მას არ აქვს დაბადების მოწმობა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მარგარეტ ჩოლა, რომელიც დაახლოებით 85 წლისაა, მოდის სიმბოლოდ და ინტერნეტ-სენსაციად იქცა. 19 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მარგარეტ-ჩოლა-რომელიც-და/

  რომის პაპი ავადმყოფობის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi