თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი საპილოტე პროექტი – „სამხედრო საქმე“ აქტიურად ხორციელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობის ამაღლების, პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში სამხედრო საქმის შესწავლის მიზნით, საგანი ქვეყნის მასშტაბით 137 საჯარო სკოლაში ისწავლება. მე-9 კლასის მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცრები ასწავლიან, რომლებმაც აღნიშნული პროექტისთვის შესაბამისი პედაგოგიური გადამზადება გაიარეს.
თადარიგის ოფიცერი პედაგოგი ამჯერად თბილისის, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც საგანი „სამხედრო საქმე“ კვირაში ერთხელ ტარდება. გაკვეთილის თემა – ჯარისკაცის აღჭურვილობა იყო.
„სამხედრო საქმე“ მოსწავლეებს კომპლექსურ ცოდნას აძლევს საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლების და სამხედრო სამსახურის, იარაღთან და საბრძოლო მასალასთან მოპყრობის წესების შესახებ. განაგრძეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


