„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ.

როგორც პაატა პატიაშვილმა ღონისძებაზე აღნიშნა, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.

„სამინისტროსა და ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, 2024-2025 წლებში 1.5 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა. ამავე პერიოდში, სამინისტრომ ბიუჯეტიდან 12 მლნ ლარი გამოყო, რაც დაჭრილ-დაშავებული მეომრების სხვადასხვა საჭიროებას მოხმარდა. თქვენი გმირობა და თქვენი თავდადება ის მყარი საყრდენია, რომელზეც დგას დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა სახელმწიფოს, ყველა მოქალაქის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა პაატა პატიაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი უჯმაჯურიძემ დამსწრე საზოგადოებას თავდაცვის სამინისტროს მიერ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

- Advertisement -
Ad imageAd image

სტუმრებს სიტყვით მიმართეს „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, ფონდის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.  განაგრძეთ კითხვა

 

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

- Advertisement -
Ad imageAd image
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიში. 17 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დაჭრილ-მებრძოლთა-თანადგ/

  ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს ქალი უხელმძღვანელებს - ბლეიზ მეტრეველი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბრიდან დაიკავებს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi