წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 10 დეკემბრამდე ეტაპობრივად განხორციელდება

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

საქართვეელოს მთავრობამ 2025 წლის 5 დეკემბერს მიიღო №533 დადგენილება “წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ” რომელიც ძალაში შევიდა 2025 წლის 10 დეკემბერს.

აღნიშნული დადგენილების თანახმად:

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 5800-ით.

2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის სახეების დაკომპლექტების ოდენობებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2026 წლის გაწვევის პროცედურები დაიწყოს 2025 წლის 10 დეკემბრიდან.

4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 10 დეკემბრამდე ეტაპობრივად, კერძოდ:

ა) საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის ერთ ეტაპად 6 თვის ვადით − 2026 წლის 1 მარტიდან;

ბ) საბრძოლო მხარდაჭერის ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის ოთხ ეტაპად 8 თვის ვადით, მათ შორის:

ბ.ა) პირველი ეტაპი − 2 ნაწილად: I ნაწილი − 2026 წლის 1 მარტიდან; II ნაწილი − 2026 წლის 1 აპრილიდან;

- Advertisement -
Ad imageAd image

ბ.ბ) მეორე ეტაპი − 2026 წლის 1 ივნისიდან;

ბ.გ) მესამე ეტაპი − 2026 წლის 1 ოქტომბრიდან;

ბ.დ) მეოთხე ეტაპი − 2026 წლის 1 დეკემბრიდან;

გ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე სამსახურისთვის ერთ ეტაპად 11 თვის ვადით − 2026 წლის 1 ოქტომბრიდან. განაგრძეთ კითხვა

 

 

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 10 დეკემბრამდე ეტაპობრივად განხორციელდება. 15 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/წვევამდელთა-ეროვნულ-სამ-3/

  წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi