საპილოტე პროექტი – „სამხედრო საქმე“ ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი საპილოტე პროექტი – „სამხედრო საქმე“ აქტიურად ხორციელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობის ამაღლების, პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში სამხედრო საქმის შესწავლის მიზნით, საგანი ქვეყნის მასშტაბით 137 საჯარო სკოლაში ისწავლება. მე-9 კლასის მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცრები ასწავლიან, რომლებმაც აღნიშნული პროექტისთვის შესაბამისი პედაგოგიური გადამზადება გაიარეს.

თადარიგის ოფიცერი პედაგოგი ამჯერად თბილისის, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც საგანი „სამხედრო საქმე“ კვირაში ერთხელ ტარდება. გაკვეთილის თემა – ჯარისკაცის აღჭურვილობა იყო.

„სამხედრო საქმე“ მოსწავლეებს კომპლექსურ ცოდნას აძლევს საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლების და სამხედრო სამსახურის, იარაღთან და საბრძოლო მასალასთან მოპყრობის წესების შესახებ. განაგრძეთ კითხვა

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საპილოტე პროექტი – „სამხედრო საქმე“ ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს. 17 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საპილოტე-პროექტი-სამხ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi