საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს – 2004 წელს დაბადებული ც.ქ., 1985 წელს დაბადებული ა.ი. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.კ.

„პატრულ – ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულების ავტომობილების და პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. 12 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საპატრულო-პოლიციამ-თბილი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi