შილდაში მეხი ჩამოვარდა – დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი კაბელები, დაამტვრია გარე განათების ნათურები და ინტერნეტის გაყვანილობა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ძლიერი ჭექა-ქუხილის შედეგად, გვიან ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მეხი ჩამოვარდა.
შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

მეხის დარტყმის შედეგად, დამტვრეულია გარე-განათების ბოძი და ერთ-ერთ ეზოში პალმის ხე შუაზე გაიხლიჩა.
სტიქიამ ასევე დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი კაბელები, დაამტვრია გარე განათების ნათურები და ინტერნეტის გაყვანილობა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ერთ უბანში 10-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გამაყრუებელმა ხმამ შუაღამით გააღვიძათ, დილით კი დაზიანებული ინფრასტრუქტურა დახვდათ.

ადგილზე ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ. მათი ინფორმაციით, ელექტროენერგია დღის განმავლობაში აღდგება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). შილდაში მეხი ჩამოვარდა – დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი კაბელები, დაამტვრია გარე განათების ნათურები და ინტერნეტის გაყვანილობა. 24 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შილდაში-მეხი-ჩამოვარდა-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi