თბილისში ტატუს სალონები შემოწმდა – რამდენმა ობიექტმა დაარღვია სანიტარული ნორმები

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისში მიმდინარე წელს, იანვრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, 9 ტატუს სალონი შემოწმდა, მათგან დარღვევა კი 4-ში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ თბილისის მერიიდან გამოითხოვა, რომლის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კომპეტენციაში შედის სილამაზის და ტატუს სალონების შემოწმება.

მერიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, მიმდინარე წელს 4 ტატუს სალონში გამოვლენილი დარღვევები უკავშირდება სანიტარული ნორმების შეუსრულებლობას. თბილისის მერიის მიერ მოწოდებული პასუხის თანახმად, ის სალონები, სადაც დარღვევა გამოვლინდა, ხელახლა გადამოწმდა. ჯარიმა არცერთისთვის არ გამოწერილა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ გადამოწმების შემდეგ ყველა მათგანს შესაბამისი ნორმები უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა.

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ჯამში შემოწმდა 7 ტატუს სალონი, რომელთაგანაც სანიტარული ნორმების დარღვევა 2-ში გამოვლინდა. მოგვიანებით, აღნიშნული სალონები ხელახლა გადამოწმდა. ჯარიმა არც გასულ წელს არ დაწერილა.

წყარო

- Advertisement -
Ad imageAd image

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში ტატუს სალონები შემოწმდა – რამდენმა ობიექტმა დაარღვია სანიტარული ნორმები. 12 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-ტატუს-სალონები/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi