სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველების უფასო ვაქცინაციას 6 დაავადების საწინააღმდეგოდ ატარებს

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველების უფასო ვაქცინაციას 6 დაავადების საწინააღმდეგოდ ატარებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის 3 მილიონ 319 ათასამდე უფასო ვაქცინაცია/რევაქცინაცია განახორციელა.

სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროფილაქტიკურ და სავალდებულო ვაქცინაციას 6 დაავადების საწინააღმდეგოდ ატარებს. მათ შორის:

თურქული – 1,207,500 (515 113 – მსხვილფეხა,692 387- წვრილფეხა)

ჯილეხი -501 147 (296 000 – მსხვილფეხა,200 440 – წვრილფეხა)

ცოფი – 234 214

ბრუცელოზი – 126 094(106,585-მსხვილფეხა, 19 509 – წვრილფეხა)

წვრილფეხა პირუტყვის ყვავილი  – 294 678

წვრილფეხა პირუტყვის ჭირი – 954 781

სააგენტოს ვეტერინარების მიერ ცხოველთა ჯანმრთელობა ყველა მუნიციპალიტეტში კონტროლდება, მათ შორის, ცოცხალი ცხოველების ბაზრებში, ზაფხულის და ზამთრის საძოვრებზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს არ დაფიქსირებულა ცხოველთა საშიში ინფექციური დაავადებებით ან ცხოველთა მოწამვლა/მოშხამვებით გამოწვეული მასიური სიკვდილიანობის ფაქტი.

ვაქცინაციის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვის მიზნით, უწყვეტ რეჟიმში, მკაცრად აკონტროლებს სასაკლაოებს, აგრარულ ბაზრებს, საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტებს და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, მათ შორის ხორცის და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის განთავსებას და რეალიზაციას.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათი-განსაკუთრებით კი მაღალი რისკის-შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში , სადაც სურსათი არის მიკვლევადი, დაცულია შენახვისა და რეალიზაციის შესაბამისი პირობები და ტემპერატურული რეჟიმი. უმნიშვნელოვანესია, ბაზარზე განთავსებულ ხორცს ჰქონდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა-2). დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი მომხმარებელს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე 15-01.

ადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველების უფასო ვაქცინაციას 6 დაავადების საწინააღმდეგოდ ატარებს. 4 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სურსათის-ეროვნული-სააგე-11/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T22:58:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi