პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევას, სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა - საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა

სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევას, სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა – საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა

სადგურის მოედანზე სახლის ჩამონგრევას, სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა.

ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს როგორც გაწმენდითი, ასევე, ძებნა – შველის სამაშველო სამუშაოები.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ტერიტორიაზე დაზიანებული ავტომობილები.

შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან “მყისიერად განახორციელეს” მოქალაქეების ევაკუაცია.

უწყების ცნობითვე, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები და ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  საგანგებო გაფრთხილება! - დღეს ამინდი მკვეთრად გაუარესდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი