2025 წლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება კარტოფილის, კაკლოვანი ხილის და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტში

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

2025 წლის 21 აპრილის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კარტოფილის, კაკლოვანი ხილის (ძირითადად თხილის), გადამუშავებული კაკლოვანი ხილის და თესლოვანი ხილის (ძირითადად ვაშლის) ექსპორტში, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„კარტოფილის ექსპორტის ღირებულება 18.5 მლნ დოლარით (44-ჯერ) გაიზარდა და 18.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

კაკლოვანი ხილის ექსპორტი 10.6 მლნ აშშ დოლარით (42%-ით) გაიზარდა და 35.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც ექსპორტირებულია 19.0 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია, მას მოსდევს თურქეთი, 1.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტით.

გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტმა 9.5 მლნ აშშ დოლარით (97%-ით) მოიმატა და 19.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

თესლოვანი ხილის ექსპორტი 5.4 მლნ აშშ დოლარით (5.4-ჯერ) გაიზარდა და 6.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მონაცემებით, ძირითად საექსპორტო პროდუქტებში შედის სპირტიანი სასმელები – 68.8 მლნ აშშ დოლარი, ყურძნის ნატურალური ღვინოები – 64.1 მლნ აშშ დოლარი, კაკლოვანი ხილი – 35.8 მლნ აშშ დოლარი, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი – 19.3 მლნ აშშ დოლარი და კარტოფილი – 18.9 მლნ აშშ დოლარი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 2025 წლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება კარტოფილის, კაკლოვანი ხილის და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტში. 30 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/2025-წლის-მონაცემებით-წინა-წლ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T15:06:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi