სააღდგომო პერიოდში გაყიდვების 30%-იან ზრდას ველოდებით – „ტკბილი ქვეყანა“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სააღდგომო პერიოდში გაყიდვების 30%-იან ზრდას ველოდებით, – ამის შესახებ საკონდიტრო კომპანია “ტკბილი ქვეყნის” გაყიდვების დირექტორმა შალვა ტყემალაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პასკებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია.

“სააღდგომო პროდუქციის წარმოება აქტიურად მიმდინარეობს. წელს 10 სახეობის პასკა გვაქვს და ფასები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად არ შეცვლილა. ზოგადად, კომპანიის გაყიდვები წინა წელთან შედარებით ამ ეტაპზე, დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი და სადღესასწაულო პერიოდში უფრო მეტ ზრდას ველოდებით“, – აღნიშნა შალვა ტყემალაძემ.

გარდა ამისა, კომპანია უშაქრო პასკების წარმოებას გეგმავდა, თუმცა ამ დროისთვის აღნიშნული პროექტი არ განხორციელებულა. როგორც “ტკბილი ქვეყნის” გაყიდვების დირექტორი აცხადებს, თუ უშაქრო პასკებზე მოთხოვნა იქნება, შესაძლოა, აღნიშნული პროდუქციის წარმოება მომავალი წლიდან დაიწყოს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცნობისთვის, საკონდიტრო კომპანია “ტკბილი ქვეყანა” 2005 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე “ტკბილი ქვეყანა” 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს და 3 ბრენდულ მაღაზიას ფლობს. კომპანია 500-მდე ადამიანს ასაქმებს.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სააღდგომო პერიოდში გაყიდვების 30%-იან ზრდას ველოდებით – „ტკბილი ქვეყანა“. 17 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სააღდგომო-პერიოდში-გაყიდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi