საქართველო მდიდარი და ტურისტულად მიმზიდველი აქვეყანაა.
რკონის სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიმდებარედ, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე მდებარეობს.
1905 წელს, რკონში სახელოსნო-ლაბორატორია ფუნქციონირებდა, სადაც შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს ამზადებდნენ.
რკონის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, კარიბჭე, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია, თამარის ხიდი და ბერების სენაკები.
ერთ ერთი პოპულარული სანახაობა ხიდია, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. რკონის ხიდი ასევე ცნობილია როგორც თამარ მეფის ხიდი. აღსანიშნავია, რომ ძველი ხიდების უმრავლესობა რომლებიც დღემდე გადარჩა, თამარის მეფობის დროსა აგებული. ხიდი განსაკუთრებით მიმზიდველია ფერადი ფოტოსესიისთვის.

„თამარის ხიდი“ მდინარე თეძამზეა გადებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ნახევარწრიული ხიდი ერთ მთლიანობას წარმოადგენს და 12,5მ სიგრძისაა, სიგანე კი 2,2მ-ა. ხიდის ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა და ნაგებია ნატეხი ქვით კირის დუღაბზე. იგი შემორჩენილია თავდაპირველი სახით.
რკონის ისტორიული მნიშვნელობა ძალიან დიდია. ამ ადგილას XII-XIII საუკუნეებში გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხეთის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან. რკონში ფუნქციონირებდა სახელოსნო,სადაც ამზადებდნენ შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს. აქვე გეტყვით,რომ ადგილამდე მისასვლელად დაახლოებით 3 კმ-ის გავლა ფეხით მოგიწევთ,თუმცა ეს გზა ულამაზესი ხედებით დაგატკბობთ და შთამბეჭდავი ფოტოების გადაღების საშუალებასაც მოგცემთ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). რკონი: ერთ ერთი პოპულარული სანახაობა „თამარის ხიდია“ – ულამაზესი ხედებით დაგატკბობთ და შთამბეჭდავი ფოტოების გადაღების საშუალებასაც მოგცემთ. 17 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რკონი-ერთ-ერთი-პოპულარულ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T20:41:43+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
