რატომ არის უმუშევრობა ქალებში დაბალი? – „საქართველოში ქალების დაახლოებით 60% სამსახურს არ ეძებს“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„საქართველოში ქალების დაახლოებით 60% სამსახურს არ ეძებს“ – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, ავრცელებს.

მონაცემების თანახმად, საქართველოში ქალების 13,5%-ია უმუშევარი, მაშინ როცა კაცებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი – 16,8%-ია.

„იცით, რატომ არის უმუშევრობა ქალებში უფრო დაბალი?

საქართველოში ქალების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 60%, სამსახურს უბრალოდ არ ეძებს, ისინი შრომის ბაზრის მიღმა არიან, შესაბამისად, არც “უმუშევრის” სტატუსი აქვთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

რატომ არ ეძებენ ქალები სამსახურს? ხშირად პასუხებს გენდერულ უთანასწორობასა და სტერეოტიპებამდე მივყავართ:

სახლსა და ოჯახზე ზრუნვის გამო ქალებს არ აქვთ საკმარისი დრო მუშაობისა და განვითარებისთვის

მათ პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებენ, რომ ჯობია, ბავშვებს მიხედონ;

სთავაზობენ დაბალ ანაზღაურებას;

გენდერული სტერეოტიპების გამო თავად ამბობენ უარს მათთვის სასურველ პროფესიასა და კარიერაზე,“ – ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). რატომ არის უმუშევრობა ქალებში დაბალი? – „საქართველოში ქალების დაახლოებით 60% სამსახურს არ ეძებს“. 8 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რატომ-არის-უმუშევრობა-ქა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi