გენეტიკოსი ლალი მარგველაშვილი გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს, რა დაავადებები გადაეცემა ბავშვს მშობლებისაგან და რა ნიშან-თვისებებს იღებს ის გენეტიკურად მემკვიდრეობით:
ნებისმიერი დაავადება რომ გამომჟღავნდეს ადამიანში, ან დედა და მამა თანაბრად უნდა იყოს “დამნაშავე”. ძალიან, ძალიან იშვიათად მამაა პასუხისმგებელი თავისი Y ქრომოსომით ამა თუ იმ დაავადებაზე. სამწუხაროდ, X მდედრობითი ქრომოსომიდან ბევრად მეტი დაავადება შეიძლება მოხვდეს ადამიანთან. მაგალითად ისეთი, როგორიცაა ჰემოფილია, როცა სისხლის შედედების პროცესი ირღვევა. ასევე, დაავადება დალტონიზმი. ის აუცილებლად სქესთანაა შეჭიდული, ვლინდება მამრობითი სქესის შვილებთან, მაგრამ მიზეზები დედები არიან.
58 დამატებითი X-შეჭიდული დაავადება, რომლებიც ქალის სასქესო ქრომოსომაზეა განლაგებული. უმრავლეს შემთხვევაში დედიდან ვაჟიშვილების ნახევარს გადაეცემა. ხოლო, მამიდან ასეთი შედარებით ნაკლებია. მაგალითად, მამიდან შესაძლოა ვაჟიშვილს უშვილობა გადაეცეს, შეიძლება გადაეცეს დაავადება, რომლის დროსაც გარეგნულად სრულიად ჯანმრთელ ქალს კაცის ქრომოსომები აქვს.
ადამიანები შიზოფრენიისა და აუტიზმის გენეტიკით ყოველთვის ინტერესდებიან. მაგრამ, მათი მრავალი ქვეტიპი არსებობს და აუტიზმიც და შიზოფრენიაც შედეგია. არსებობს შიზოფრენიის ისეთი იშვიათი ფორმა, რომელიც ბავშვს მხოლოდ მამიდან გადაეცემა. არის მისი რეცესიული და დომინანტური ფორმებიც. აუტიზმის უკვე 600-ზე მეტი გენია ცნობილი. ყველა ამ დაავადებას იწვევს. მაგრამ, რეალურად იმის გამო, რომ ისინი სხვადასხვა გენითაა გამოწვეული, სხვადასხვანაირი სიძლიერით გამოიხატება.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). რომელი დაავადებები და ნიშან-თვისებები გადაეცემა ბავშვს მემკვიდრეობით. 15 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რომელი-დაავადებები-და-ნი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T14:41:48+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
