პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირას იღებს შვილი მემკვიდრეობით დედისგან და რას - მამისგან: დამტკიცებულია მეცნიერულად

რას იღებს შვილი მემკვიდრეობით დედისგან და რას – მამისგან: დამტკიცებულია მეცნიერულად

მამის გენომის ნაწილთან ერთად ბავშვს გადაეცემა შენაერთები, რომლებსაც დნმ-ის ცალკეული უბნების აქტიურობაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. საუბარია იმ გენებზე, რომლებიც ჯანმრთელობას, გარეგნობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას უკავშირდება, ირწმუნებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები.

რაც შეეხება დედის წილს, მათი თქმით, ის უფრო „მდუმარეა“, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სწორედ ისაა მნიშვნელოვანი ევოლუციისთვის.

მამის წვლილი

ნებისმიერი ძუძუმწოვარი, მათ შორის ადამიანი, გენეტიკურად უფრო მამას ემსგავსება, ვიდრე დედას, მიაჩნიათ ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებს.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მშობელი გენეტიკური მასალის თანაბარ რაოდენობას  გადასცემს შვილს, მამის მასალა უფრო ძლიერ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ორგანიზმის განვითარებაზე. კვლევამ აჩვენა, რომ მამის ხაზით მიღებული გენომის უბნები 80%-ით უფრო აქტიურია. შესაბამისად, დიდწილად სწორედ ისინი განსაზღვრავენ, როგორი იქნება შთამომავლობა.

სიბერე მემკვიდრეობით

შვილის სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრადაა დამოკიდებული მამის დნმ-ზე, მიაჩნიათ გერმანელ მეცნიერებს.

მათი თქმით, ასაკის მატებასთან ერთად ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეცვალოს გენების მუშაობა სხვადასხვა მიზეზით — იქნება ეს ხანგრძლივი სტრესი, შიმშილი თუ რადიაცია.

საქმე ისაა, რომ ნუკლეოიტიდებს უერთდება ე.წ. მეთილური ჯგუფები — ქიმიური შენაერთები, რომლებიც გავლენას ახდენს გენების ექსპრესიაზე. შედეგად – მათი ნაწილი უფრო აქტიურდება, ნაწილი კი, პირიქით, „დუმდება“. მას შემდეგ, რაც მამის ორგანიზმში მსგავსი ცვლილება ხდება, დნმ-ის ცალკეულ მონაკვეთებს შვილი მემკვიდრეობით იღებს მეთილურ ჯგუფებთან ერთად — უპირველესად კი მათ, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, თუ ჩასახვის მომენტში მამა უკვე ხნოვანია, ეს მემკვიდრეებს დღეგრძელობის გარანტიას აძლევს. აღნიშნული დასკვნა მათ მას შემდეგ გააკეთეს, რაც ორი თაობის ადამიანებში 1500-ზე მეტი დნმ გამოიკვლიეს.

გაირკვა, რომ „გვიან ბავშვებს“ ტელომერები, როგორც წესი, უფრო გრძელი ჰქონდათ, ვიდრე მათ უფროს დებსა თუ ძმებს. მანამდე არსებული კვლევებით კი დამტკიცებულია, რომ რაც უფრო გრძელია ტელომერები, მით უფრო დღეგრძელია ადამიანი.

  პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მედიაჰოლდინგ „შენის“ სარედაქციო კოლეგიას უმასპინძლა

გულის ტკივილი მამის ბრალია

აღსანიშნავია, რომ შვილი ასევე მამისგან იღებს მიდრეკილებას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი — თუმცა, მხოლოდ ვაჟები.

საქმე ისაა, რომ გენებს, რომლებიც პასუხს აგებენ ინფარქტებისა და ინსულტებისადმი მიდრეკილებაზე, დიდი ალბათობით, მამაკაცის Y-ქრომოსომა შეიცავს.

ლესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სწავლულებმა 3 ათასი ადამიანის დნმ გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ მათგან 90%-ის Y-ქრომოსომები ან I ჰალოჯგუფს განეკუთვნებოდა, ან ჰალოჯგუფ R1b1b2-ს. პირველი ჯგუფის მატარებლებში გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი 50%-ით მეტი იყო, ვიდრე სხვა მამაკაცებში. როგორც ჩანს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გავლენას ახდენს Y-ქრომოსომა იმუნური სისტემის მუშაობაზე.

გარდა ამისა, მამას შეუძლია ორივე სქესის შვილებს მემკვიდრეობით გადასცეს შიზოფრენიისადმი მიდრეკილებაც. ამასთან, რაც უფრო ასაკოვანია მამა, მით უფრო მაღალია დაავადების ალბათობა. 87 ათასი ადამიანის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ მათ შორის, რომელთა დაბადების მომენტშიც მამები 50 წელს იყვნენ გადაცილებული, სამჯერ მაღალი იყო შიზოფრენიით დაავადებულთა რაოდენობა.

დედის წვლილი

ფინელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ადამიანის სიმაღლეს თითქმის 75%-ით განსაზღვრავენ მშობლები. ამასთან, რამდენად მაღალი იქნება ბავშვი, უფრო მამაზეა დამოკიდებული, ვიდრე დედაზე.

ბრიტანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ტანად მამაკაცებს უფრო მაღალი შვილები უჩნდებათ — სქესის მიუხედავად. ამასთან, რაც უფრო ასაკოვანია მამა, მით მაღალია შვილი.

რაც შეეხება სიმსუქნისადმი ან თხელი აღნაგობისადმი მიდრეკილებას, ამას შვილი ორივე მშობლისგან იღებს (აღსანიშნავია, რომ უფრო ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა სიმსუქნისადმი მიდრეკილება), თუმცა წონა დაბადების მომენტში მხოლოდ დედაზეა დამოკიდებული  — ორსულობის პერიოდში მისი ცხოვრების წესზე და არა დნმ-ზე.

და, მაინც, ქალის გენომში არსებობს უბნები, რომლებიც უფრო აქტიურობენ შთამომავლების დნმ-ში. საუბარია მერვე ქრომოსომაზე.

ისლანდიელმა მეცნიერებმა 1500 „სამეულის“ (დედა–მამა–შვილი) გენომები შეისწავლეს და აღმოაჩინეს მუტაციები, რომლებიც სწორედ ქალებისგან იყო მემკვიდრეობით გადაცემული.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  რომელი რძის ნაწარმის სახის ნიღაბი არის განსაკუთრებით სასარგებლო სახის კანისთვის

Android: https://play.google.com/store/apps/details…

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.